By zuka_x / Get This!

www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com 0492 25 26 26 www.zestaphoni.com
 

27-08-2015, 10:31  - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ილემის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა


ილემის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის  ფარგლებში სამი პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 32 000 ლარს შეადგენდა.  კერძოდ, ქვედა ილემში  სხილაძეების უბანში მოხდა 120 მეტრიანი გზის  ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე  ბეტონის საფარით მოეწყო ზედა ილემში ოყროშიძეების უბანში  180 მეტრიანი გზის მონაკვეთი, ხოლო  მესხიშვილი – შავიძეების უბანში განხორციელდა წყლის ავზის დონის ამაღლება.

 

22-08-2015, 15:16  - ზესტაფონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა .


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი სასწაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირძე, ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ზესტაფონის რაიონული ცენტრი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაში განთავსდა. ახლად რეაბილიტირებული ფართი 120 კვადრატულ მეტრს მოიცავს. გამოყოფილია მოსასვენებელი ოთახები ექიმების, ექთნებისა და მძღოლებისათვის. სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი ინვენტარიც გადაეცა, რომლითაც მთლიანად აღიჭურვა ადმინისტრაციული შენობა.
ზესტაფონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი წლების განმავლობაში ერთ–ერთი დაწესებულების სარდაფში იყო განთავსებული. თანამშრომლებს მუშაობა არასახარბიელო პირობებში უწევდათ, რაც სამედიცინო პერსონალს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში უშლიდა ხელს. 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისთვის ახალი შენობების გადაცემა იმერეთის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

20-08-2015, 15:32  - სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ქვედა საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ტყლაპივაკეში კაპანაძე – ბუცხრიკიძეების უბანში, მაცხოვრის ეკლესიასთან მისასვლელი გზის  220 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნული პროექტისათვის 32 000 ლარი გამოიყო, რომელიც გზის რეაბილიტაციის გარდა, ასევე ითვალისწინებს დავლაძეებისა და ფოცხვერაშვილების უბანში  წყალსადენის  მოსაწყობად საჭირო მასალების შეძენას.

 

 

18-08-2015, 18:21  - გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში


ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში,  ცენტრალური გზის 1 165  მეტრიან  მონაკვეთზე,  ბეტონის საფარის მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან  გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და მისი ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს. ასევე  ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები  სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლისთვისაც 65 000 ლარია გამოყოფილი.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში  სოფელ ნიჩაფაში, წერეთლის, თავბერეების, დიდწიფელას უბნებში, მარჯვენა და მარცხენა რკვიაში გზების მოხრეშვა – მოშანდაგების პროცესი ხორციელდება. სამუშაოები გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გერონტი დევდარიანმა, სოფლის დეპუტატთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  მოინახულა.

 

18-08-2015, 10:25  - ზესტაფონში საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის მონო–სპექტაკლები გაიმართა


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში,  საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც მსახიობის დაბადების დღის 83 წლისა და სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.  საქართველოს სახალხო არტისტი  ზესტაფონელი მაყურებლის წინაშე  მონო– სპექტაკლით  ,,ქვიშხური ესკიზებით’’  წარსდგა. გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ღამბაშიძემ  კი მსახიობსზესტაფონის მუნიციპალიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 

17-08-2015, 15:17  - შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს


შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები  წარმატებით ხორციელდება. ამ ეტაპზე საუბნო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჭიათურის ქუჩის I  ჩიხში,  130 მეტრიან მონაკვეთზე  მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინა მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის ფენილის დასაგებად უკვე ჩატარებულია ჭიათურის II, III და IV ჩიხებშიც. პროექტის საერთო ღირებულება 17 000 ლარს შეადგენს. 

 

16-08-2015, 16:47  - სპორტის სასახლეში იმერეთის რეგიონის მოყვარულ კალათბურთელთა ტურნირი შედგა.


კალათბურთის,როგორც სახეობის პოპულარიზაციისათვის სპორტის სასახლეში მოყვარულ კალათბურთელთა ტურნირი შედგა.ჩემპიონატში დასავლეთ რეგიონის ცხრა ქალაქი იღებდა მონაწილეობას.ტურნირი მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის და კომპანია ლიდერბეტის ორგანიზებით მოეწყო.ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის პრინციპით მიმდინარეობდა.ფინალურ ტურში ერთმანეთს ქუთაისისა და ზესტაფონის მოყვარულ კალათბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ.გამოვლინდა  აგრეთვე ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.ეს სტატუსი ქუთაისელმა კალათბურთელმა ირაკლი მაცაბერიძემ მოიპოვა.სპორტული აქსესუარები გადასცეს ტურნირის მონაწილეებს.ჩემპიონატის მიმდინარეობას თვალყურს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ადევნებდა.გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ორთაბრძოლაში ქუთაისის გუნდს ხვდა წილად.  გამარჯვებულს ,,ლიდერბეთის,, დაწესებული თასი  და 500 ლარი გადაეცა. 

 

14-08-2015, 12:26  - გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ფუთის ადმინისტრაციულ ერთულში


სოფელ ფუთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი,  საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესი  თუთბერიძეების, ვარდოსანიძეების, სარალიძეებისა და კობახიძეების უბანში  დასრულებულია. პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად   მიმდინარეობს,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით,   ჩიტორელიძეებისა და ბეგაძეების უბნის 900 მეტრიან მონაკვეთზე გზის ბეტონის საფარით მოწყობის  სამუშაოები. პროექტის მიხედვით დაგეგმილ  სამუშაოებს ტედნერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს ,,დალა 73“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 119 415 ლარს შეადგენს. საუბნო გზების მოწესრიგების პროცესში აქტიურადაა  ჩაბმული ადგილობრივი მოსახლეობაც.

 

14-08-2015, 11:34  - ზესტაფონში საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის მონო – სპექტაკლები გაიმართება


საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის დაბადების დღის  83 წლისა  და სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში, 17 აგვისტოს 18 სთ–ზე, გაიმართება  ლეო ანთაძის მონო – სპექტაკლები ,, ქვიშხური ესკიზები’’ და პოემა ,,ბახტრიონი’’. ნებისმიერი მსურველისათვის  სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

 

13-08-2015, 16:23  - ზესტაფონში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გოგებაშვილის ქუჩაზე,   მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გერონტი დევდარიანმა და გამგებლის მოადგილემ  ნიკოლოზ კრავეიშვილმა მოინახულა. პროექტის მიხედვით  1 100  მეტრიანი  მონაკვეთი  ასფალტ –ბეტონის საფარით მოეწყობა.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საპოვნელა +’’ ახორციელებს და პროექტის ღირებულება    258 000 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში ასევე აქტიურად მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი  სამუშაოები   იაშვილისა და დუმბაძის ქუჩებზე ასფალტ–ბეტონის დასაგებად.  სადაც ამჟამად   არსებული გზის  გრუნტის მოჭრა და  სანიაღვრე არხების მოწყობის  სამუშაოები  ხორციელდება.

 
უკან შემდეგი
>