By zuka_x / Get This!

კონკურსში საქართველოს ვარსკვლავი მხარი დაუჭირეთ ზესტაფონის წარმომადგენელს ლიკა გაჩეჩილაძეს- დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე 0 903 700 001
 

შიმშილობა შეწყდა, თუმცა აქცია არ დასრულებულა


დღეს, 21 მაისს „ჯორჯიან მანგანეზში" მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის აქციაზე მისვლის შემდეგ კი, რამდენიმე საათში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მათი განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას კვლავ მიმართავენ. როგორც  შპს „ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაკა კვარაცხელიამ განაცხადა, ქარხნის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია, ისინი ამ ფორმით აქციის მონაწილეებთან ურთიერთობას არ აპირებენ და მოლაპარაკება მხოლოდ სიტუაციის ნორმალიზების შემდგომ დაიწყება.
 

ზესტაფონელი შვეტია


არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ზესტაფონში ცხოვრობდა კაცი, მეტსახელად შვეტია, რომლის ნამდვილი სახელი მთელს ზესტაფონში ალბათ სულ რამდენიმე ადამიანს თუ ემახსოვრება და რაკი მის სახელს აქ პრინციპული მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მოდითYჩვენც ის დავუძახოთ, რასაც მთელი ზესტაფონი ეძახდა.
 

გაფიცვის გამო ზესტაფონის "ფერო"გაჩერებულია


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა თანამშრომელთა გაფიცვის გამო სრულადაა გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მიაწოდა.

 


 

შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“ გაჩერდა


აქციის მონაწილეებმა ოთხდღიანი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ მუშაობა შეწყვიტეს. მათი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატებისა და ღამის სამუშაო საათების 20%-ით გაზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნა იგივე რჩება. როგორც აქციის ორგანიზატორი იმერეთის მეტალურგიული და სამთომრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოგა ბრეგვაძე აცხადებს ისინი პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

 

ხარაგაულში საგაზაფხულო სამუშაოებს აჯამებენ.


ხარაგაულში საგაზაფხულო სამუშაოებს აჯამებენ.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თემში სოფელ ვარძიას ვესტუმრეთ. კუალიცია „ქართული ოცნების" ხარაგაულის პარტიის თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის განცხადებით ამ დროისთვის სასოფლო სამეურნეო მიწების 80% დამუშავებელია. " რამოდენიმე თვის წინ მე ვიყავი საგურამოში სოფელ ჯიღაურაში სადაც ვნახე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ვენახები და ბაღები. ეს არის ნიმუში იმისა თუ როგორი უნდა იყოს სოფელი" აცხადებს მანანა ბარბაქაძე  საუბრის დროს.

 

მინისტრის სტუმრობა ზესტაფონში


დღე არ გავა, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობაზე არ დაიწეროს. ქვეყნის ორგზის ჩემპიონის ბანაკში დიდი არეულობაა და ამაზე მკითხველს კარგად მოეხსენება. ამიტომ წინასიტყვაობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ სათქმელზე გადავალთ.
 

მურმან ჯინორია


23 მაისს ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართული სიტყვის დიდოსტატის მურმან ჯინორიას სპექტაკლი.


,,და სიმღერით ვკვდები,,


ბილეთის ფასი 5 ლარი

დასაწყისი 19:00 საათზე

 

ლიკა გაჩეჩილაძე - "ქარი კვლავ არხევს" (ინოლა გურგულია)


კონკურსში საქართველოს ვარსკვლავი მხარი დაუჭირეთ ზესტაფონის წარმომადგენელს ლიკა გაჩეჩილაძეს- დაურეკეთ ან
დაუმესიჯეთ ნომერზე 0 903 700 001